სინოპტიკოსების განცხადებით, იკლებს ნალექის ინტენსიობა და რამდენიმე გრადუსით მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა რვა გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 1-6 გრადუსი იქნება. ასევე, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი თოვლის სახით.
სინოპტიკოსები დედაქალაქსა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვის შერბილებას ელოდებიან. მათი თქმით, ხვალ თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-5 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები უნალექო ამინდს 27-28 თებერვლისთვის ვარაუდობენ.
(1TV)
