საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზე დაიწყება.
პარლამენტში გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე კვირაში რეგულაციების შემსუბუქება დაანონდა.
„შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებთან მჭიდრო კოორდინაციით, მათი და ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
