მინდა, პირადად მისგან მოვისმინო მისი მდგომარეობის თაობაზე, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის„ ლიდერის, ნიკა მელიას მოსანახულებლად, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე.
„რა თქმა უნდა, ამ ჩემი ვიზიტით, გამოვხატავ მის დაკავებასთან დაკავშირებით, ჩემს დამოკიდებულებასაც. მიმაჩნია. რომ მისი წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახე, არ იყო დასაბუთებული. ვფიქრობ, რომ მის დაკავებაში, პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდგენელს. აქედან გამომდინარე, ამ ფორმით გამოვხატავ ჩემს სოლიდარობას მის მიმართ“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
(imedi)
