"ქართული ოცნების" დეპუტატი თეა წულუკიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო.
თეა წულუკიანი საერთაშორისო კრიტიკასაც ეხმაურება და წერს, ასეთი ზედაპირული განცხადებები წყალს ასხამს ოკუპანტის წისქვილზე და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას.
"სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო.
ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა - ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი" - წერს წულუკიანი.
(REPORT)
