ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ "დავით გარეჯის" საკითხზე მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხრესთან სასიკეთო შედეგს გამოიღებს.
მისი თქმით, თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში ექნება.
"პირველ რიგში ვიტყვი რომ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი, ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში შედგება. ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან და მე მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე, მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებებს და შევძლებთ მოლაპარაკებას" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
(Report)
