საქართველოში Covid-19-ის ვაქცინის შემოტანა შეფერხდა. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, “ფაიზერის” პლატფორმიდან მოწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები შეიქმნა.
"აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება დაჩქარდეს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინის შემოტანის პროცესმა, სავაუროდ, ერთი ან ორი კვირით გადაიწია.
"არ მგონია, რომ ეს ტრაგედია იყოს, თუ შემდგომი გეგმა ვაქცინაციის შესრულდება ისე კარგად, როგორც დაგეგმილია და როგორც არის შეპირებები. სავარაუდოდ, ვაქცინა იქნება მარტის პირველ კვირაში ან პირველ-ორ კვირაში", - განაცხადა ცერცვაძემ.
(Report)
