როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი.
სახანძრო ჯგუფმა ცეცხლის ლოკალიზება უკვე მოახერხა, ამ მომენტში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
(report)
