სენატორები "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაკავების ღონისძიების შეჩერებას დადებითად აფასებენ. მათი შეფასებით, პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე ახლა მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და კეთილსინდისიერ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან ჩვენ არაერთხელ წამოვაყენეთ პოლიტიკური დევნის პრობლემა. გვიხარია, რომ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება შეჩერდა, თუმცა მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება არასდროს უნდა მოხდეს. პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე ახლა მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს და განმუხტოს პოლიტიკური ატმოსფერო. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად დასრულდება“, - განაცხადეს სენატორებმა.
(Report)
