"ქართული ოცნების" ოფისთან, პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნოს.
"ეს რუსული "ოცნება" არის დამპალი და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ჩვენ მოვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს და ეს "გავრილოვები" უნდა ვაიძულოთ, რომ ჩაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
.jpg)