თანამდებობიდან გადადგიმის შენდეგ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სავარაუდოდ პარტია "ქართული ოცნებაც" დატოვა. ის ამ წუთებში მიმდინარე პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, გიორგი გახარიამ პარტიაც დატოვა.
"მე როგორც ვიცი, პარტიაც დატოვა (გიორგი გახარიამ). რაც შეეხება სხვა წევრების პოზიციას, იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ერთმანეთშიც არ გვილაპარაკია" - განაცხადა მან.
(Report)
.jpg)