ავარიის შედეგად 15-მდე ავტომობილი დაიმტვრა და რამდენიმე ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რამაც შეფერხება შექმნა.
შეჯახების აცილების მიზნით კი, უკან მომავალმა ავტომობილებმა მანევრირება სცადეს, თუმცა ლიპყინულის გამო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
(Report)
