"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა და პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა კასრები და შეშა მიიტანეს. ადგილზე ასევე განალაგეს ხმის გამაძლიერებელი აპარატურა.
პარტიაში შეკრებილი ლიდერები, როგორც "ნაციონალური მოძრაობიდან" ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
(Report)
