ლევან იოსელიანის თქმით, ნიკა მელიასთან იმუნიტეტის არმოხსნა სახელმწიფოებრივად სწორი იქნებოდა. ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთი მხრივ „ქართული ოცნება“ გვლანძღავს შიგნით, მეორე მხრივ ნიკა მელია გვლანძღავს გარედან, მაგრამ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაკეთებთ იმას, რისიც გვჯერა, რაც სახელმწიფოებრივად სწორია. და სახელმწიფოებრივად სწორია დღეს, რომ ნიკა მელიას არ უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი და სახელმწიფოებრივად სწორია, რომ ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა მიგვეცა ხმა“, - განაცხადა იოსელიანმა.
(imedi)
