აქციის მონაწილეების ნაწილი კი ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებია. ისინი გარანტიებს ითხოვენ, რომ ბინებით დააკმაყოფილებენ. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლში შეხვედრაზე შევიდნენ, თუმცა მალევე დატოვეს. განაცხადეს, რომ შეხვედრას თორნიკე რიჟვაძე არ ესწრებოდა.
აქციის ორგანიზატორი თამაზ ბაკურიძეა, რომელმაც ერთი კვირის წინ კარვების გაშლა და ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა. როგორც დღეს განმარტა, ამინდმა ხელი შეუშალა, ამიტომ მთავრობას პრობლემების გადასაჭრელად დამატებით ათდღიან ვადას აძლევს.
(imedi)
