შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება, რომლის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ხდება უცხოელის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძველი.
დღეს მოქმედი კანონით, უცხოელს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება ეთქვას უარი, თუ იგი მსჯავრდებულია მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, რომელიც მას ჩადენილი აქვს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
(1tv)
