წინასწარი ინფორმაციით, ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო ბრიგადებმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხევვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შემთხვევის სავარაუდო მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
(Report)
