InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ განცხადება გააკეთა ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელმა, გენერალმა რუსტამ მურადოვმა.
”დღეს ტყვეთა გაცვლის კიდევ ერთი პროცესი მოხდა. ჩემი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ რუსი სამშვიდობოების მუშაობის შედეგად, ერთი ტყვე რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალების თვითმფრინავით ბაქოში გადაიყვანეს, ხოლო ხუთი დაბრუნდნენ ერევანში”, - განაცხადა მურადოვმა.
მანამდე მურადოვმა ერთი აზერბაიჯანელი ტყვე ჩამოიყვანა ბაქოში და ხუთი სომეხი ტყვე დააბრუნა ერევანში.
