შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა "სოლიდარობის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რითიც საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოწერილი ჯარიმები გააპროტესტეს.
როგორც მოძრაობა "სოლიდარობის" ლიდერმა ლაშა შუკაკიძემ განაცხადა, პირბადის გამოუყენებლობის გამო, მოქალაქეების დაჯარიმებით სამართალდამცველები კანონს არღვევენ, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საჯარო სივრცეში პირბადის გამოუყენებლობაზე სანქციებს არ ითვალისწინებს.
შუკაკიძის თქმით, მათ არაერთი საჩივარი დაწერეს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
(Report)
