კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

სალომე ზურაბიშვილი - დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს თსუ-ს გახსნა იყო შეგნებული აქტი, რომლითაც ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა ერთიანობის, ძლიერების იდეა და განათლება

59
სალომე ზურაბიშვილი - დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს თსუ-ს გახსნა იყო შეგნებული აქტი, რომლითაც ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა ერთიანობის, ძლიერების იდეა და განათლება
მოსასმენად დააჭირეთ

პრეზიდენტი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ სწორედ 103 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად…

პრეზიდენტი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ სწორედ 103 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიბადა თანამედროვე საქართველო და მას შემდეგ, საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყოველი გარდამტეხი მოვლენა ამ უნივერსიტეტის სახელს უკავშირდება.

„დღეს აღინიშნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე. 103 წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიბადა თანამედროვე საქართველო და მას შემდეგ, საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყოველი გარდამტეხი მოვლენა ამ უნივერსიტეტის სახელს უკავშირდება.

100 წლის წინ უნივერსიტეტის სტუდენტები 1921 წლის თებერვალში გავიდნენ ტაბახმელაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად! უნივერსიტეტიდან დაიწყო 1956 წლის მოვლენები, 1978 წელს ქართული ენის დასაცავად გამოსვლები და დაიწყო ეროვნული მოძრაობა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღუდგინა.

თსუ-ს დამაარსებლების გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაეხსნათ, იყო შეგნებული აქტი. ამ ორი მნიშვნელოვანი თარიღის გაერთიანებით ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა საქართველოს ძლიერებისა და ერთიანობის იდეა განათლებას. ამით განისაზღვრა თსუ-ს პოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოსთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლების სახელების წაკითხვისას, თვალწინ ცოცხლდება საქართველოს პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა, რომელიც დამოუკიდებლობის სათავეში იდგა და ოკუპაციის შემდეგ თავისუფლების და ეროვნული ფასეულობების დროშა დიდხანს ატარა: ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, კოტე აფხაზი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ წერეთელი, კორნელი კეკელიძე, პეტრე მელიქიშვილი, შალვა ნუცუბიძე და სხვები…

ეს მისია დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, თსუ-მ გააგრძელა და დღესაც სახელმწიფო უნივერსიტეტი კულტურული და ეროვნული ერთიანობის კერად გვევლინება.

იმ დროს, როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ ენად არის აღიარებული, თსუ-ში არსებობს მძლავრი აფხაზური ფილოლოგიის სკოლა, რომელიც წარმოადგენს ინტელექტუალურ ქვაკუთხედს აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენისთვის.

კავკასიური ენებისა და კულტურის კვლევის მისია, რომელიც თსუ-მ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე თავის თავზე აიღო, მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან თსუ-ს განსაკუთრებულ მხარდაჭერას.

და ბოლოს, ხაზი უნდა გავუსვა თსუ-ს როლს საქართველოს და ევროპის ურთიერთობაში: პირველივე დღიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დონე არაფერში ჩამოუვარდებოდა წამყვან ევროპის უნივერსიტეტებს და დღესაც ინარჩუნებს თავის ადგილს. მისი სტუდენტები უკვე სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას და ჩვენთან ჩამოდიან ევროპელი სტუდენტები. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია სწორედ განათლებით იწყება და განათლების გზით განხორციელდება!

ვულოცავ დღეს ამ მნიშვნელოვან თარიღს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

(1TV)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →