რუსთავთან ახლოს, სოფელ ყარაჯალარში სახლი დაიწვა.
ინფორმაციით ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სარდაფში გაჩნდა და მალევე გავრცელდა მიმდებარე ტერიტორიაზე.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.
დაიწვა სახლში არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.
(inforustavi)
