საწყის ეტაპზე სამგზავრო ავტობუსები მხოლოდ ქალაქ თელავში იმოძრავებს, მოგვიანებით კი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მოიცავს.
მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში რამდენიმე თვე იმუშავებს და ამ ხნის განმავლობაში ავტობუსით მოსახლეობას უფასოდ გადაადგილდება.
თელავის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირებას ორგანიზებას გაუწევს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თელავის სატრანსპორტო სამსახური.
ავტობუსიდან პირველი 5 ერთეული 8.5-მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი თელავს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადასცა. დაგეგმილია ქალაქისთვის დამატებით კიდევ 5 ავტობუსის გადაცემა.
ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
თელავი, რომელსაც აქამდე არ გააჩნდა მუნიციპალური ტრანსპორტი, განვითარების ახალ სტანდარტზე გადავა. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, ასევე, ახალ სამუშაო ადგილებსაც გააჩენს.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში 18.7 მილიონი ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი.
თელავს აქამდე არ გააჩნდა მუნიციპალური ტრანსპორტი. ტრანსპორტის ამუშავება ქალაქში, მოქალაქეების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს და ახალ სამუშაო ადგილებსაც გააჩენს.
(Report.ge)
