კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საშუალებით, რესტორნებს, რომლებსაც სესხი აღებული აქვთ 2020 წლის პირველ დეკემბრამდე, სესხის პროცენტი დაუსუბსირდებათ

38
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საშუალებით, რესტორნებს, რომლებსაც სესხი აღებული აქვთ 2020 წლის პირველ დეკემბრამდე, სესხის პროცენტი დაუსუბსირდებათ
მოსასმენად დააჭირეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რაც სარესტორნო ბიზნესს საშუალებას აძლევს, სუბსიდირების პროგრამაში უფრო…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რაც სარესტორნო ბიზნესს საშუალებას აძლევს, სუბსიდირების პროგრამაში უფრო მარტივად ჩაერთონ.

მისივე თქმით, პროგრამის მეორე ეტაპისთვის განცხადებების მიღება 8 თებერვლიდან 5 მარტამდე გაგრძელდება.

მინისტრის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას იმ რესტორნებისთვის, რომლებსაც სესხი აღებული აქვთ 2020 წლის პირველ დეკემბრამდე.

„პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ შესული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბიზნეს ჯგუფებისთვის, ვინც მეტად დაზარალდა პანდემიის და შეზღუდვების გამო. პირველ რიგში, დავიწყებ აქტუალური საკითხით, რაც შეეხება რესტორნების ბიზნესს და კვების ინდუსტრიას, რომლებიც 15 თებერვლიდან ღია სივრცეებში შეძლებენ ფუნქციონირებას. მოგეხსენებათ, რამოდენიმე ხნის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავიწყეთ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა სარესტორნო ინდუსტრიისთვის. პირველი შერჩევისთვის ძალიან დიდი ინტერესი იყო და 2 000-მდე რესტორანმა მოგვმართა, თუმცა გამოვლინდა გარკვეული ტექნიკური, იურიდიული ნიუანსები, რაც დაინტერესებული ობიექტებიდან ბევრს ხელს უშლიდა ამ პროგრამაში ჩართვაში. ჩვენ გადავხედეთ და გადავწყვიტეთ, საკმაოდ სერიოზული შემსუბუქებით გამოვაცხადოთ მეორე ეტაპი. რესტორნების განაცხადების მიღება დაიწყება 8 თებერვალს და გაგრძელდება 5 მარტამდე. ყველას, ვისაც ჯერ არ უსარგებლია ამ პროგრამით, ან ვერ ისარგებლა გარკვეული ხარვეზის გამო, შეეძლება ისარგებლოს“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, სუბსიდირების პროგრამა გავრცელდება როგორც ბანკებიდან, ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებულ სესხებზე.

„ჩვენ ამ პროგრამას ვამატებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, არამარტო ბანკის სესხის, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხის მქონე ბიზნესებს – რესტორნებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა სესხის პროცენტის სუბსიდირებაში. ასევე, თუ აქამდე ეს შეეხებოდა 2020 წლის პირველ მარტამდე აღებულ სესხებს, ახლა ეს იქნება 2020 წლის პირველ დეკემბრამდე აღებული სესხები. ეს სჭირდებოდა კვების ინდუსტრიას, დამატებითი სახსრები, საბრუნავი საშუალებები, ხელფასები რომ გადაეხადათ, გარკვეული საიჯარო ქირა რომ გადაეხადათ და ა.შ. ამიტომ ჩვენ უფრო მეტ სესხს და მეტ ობიექტს მოვიცავთ.

გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ითხოვდნენ რესტორნები, გადაიხედება თანაფარდობა ძირითადი საშუალებებითვის აღებულ სესხსა და საბრუნავი საშუალებებისთვის აღებულ სესხებს შორის. 80/20-ზე იყო, ანუ ძირითადი საშუალებები იყო უპირატესი და ჩვენ ვიცით, რომ ეს თანაფარდობა უმეტეს შემთხვევაში ირღვევა და საბრუნავი საშუალებები უჭირს ბიზნესს. ამიტომ 50/50-ზე იქნება და გარკვეული კატეგორიებისთვის, განსაკუთრებით ბოლო დროს აღებული სესხებისთვის საერთოდ ნულდება. ეს დეტალები ჩვენ „აწარმოე საქართველოს“ ვებგვერდზე იქნება გამოქვეყნებული. ექვსი თვის განმავლობაში დარიცხული პროცენტი იმ სესხებზე, რომელიც არის აღებული 2020 წლის პირველ დეკემბრამდე, ჩვენი მხრიდან იქნება 80 პროცენტით სუბსიდირებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →