მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, 2 მგზავრი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
(inforustavi)
