InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საელჩო ავრცელებს.
ინფორმაციაში აღინიშნულია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე ურთიერთობები წარმატებით ვითარდება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის სფეროებში. აღინიშნა, რომ მდიდარი სამართლებრივი ბაზის საფუძველზე დამყარდა ეფექტური თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროებს შორის და ორმხრივი ვიზიტები დიდ სტიმულს აძლევს ამ ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას.
ამავე დროს, აღინიშნა ორი ქვეყნის სასამართლო სისტემის ეფექტური ურთიერთქმედება იურიდიული დახმარების, ნოტარიუსის, პენიტენციური სამსახურისა და სხვა სფეროებში.
შეხვედრაზე მოცემული იყო ინფორმაცია ქვეყნების კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და რეფორმების შესახებ და ხაზი გაუსვეს ურთიერთქმედების გაფართოებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ იუსტიციის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასთან ერთად, ჩვენი ქვეყნები ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სხვა საინტერესო თემებზე.
