InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ ვიცე პრემიერმა მაია ჩქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მაგრამ როდის აღდგება მარნეულის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში?
ჩვენს კითხვას მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კანან ომაროვმა უპასუხა.
”მარნეულის მუნიციპალიტეტის თითოეულ სკოლაში სასწავლო პროცესი 1 თებერვლიდან საკლასო ოთახებში ჩატარდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასწავლო პროცესი აღდგება მარნეულში, ისევე როგორც სოფლებში”, - განაცხადა ომაროვმა.
