ვფიქრობ, საკუთარ თავში აღმოვაჩენთ ძალას, რომ ის მხარდაჭერა შევინარჩუნოთ, რაც ხალხმა "ქართული ოცნების" მიმართ გამოხატა - მათი ნდობის ვოტუმი მოიცავს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" კვლავ მაღალი მხარდაჭერით ისარგებლოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველიძემ განუცხადა.
"საკითხს მეც ასე ვუყურებ - პოლიტიკიდან ბიძინაnივანიშვილის წასვლა, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნებისთვის" სერიოზული გამოწვევაა. ამის მიუხედავად, ნაადრევია გამოთქმული ვარაუდები იმის თაობაზე, რომ უახლოეს ერთ წელიწადში უმრავლესობა დაიშლება, განსხვავებული ფრაქციები ჩამოყალიბდება და ასე შემდეგ. ამ დროისთვის ამის წინაპირობები ნამდვილად არ არსებობს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საუბარია სწორედ ისეთ კონსოლიდაციაზე, რაც აუცილებელია, რომ გამოწვევებს ვუპასუხოთ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
