”ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ ივანიშვილს პრაქტიკულად უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და გვარამია მუჰამედის მაცნეა”, - არც მეტი, არც ნაკლები, ამ ტექსტზე მედავებიან, რელიგიური გრძნობები შეურაცხყავიო".
InterPress.ge- ს ცნობით, ამის შესახებ მთავარის არქივის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
იგი აღნიშნავს, რომ ეს გამონათქვამები სრულად შეესაბამება სიტყვის თავისუფლებას.
"ნახევრად ხუმრობით ვიტყვი რომ ივანიშვილს პრაქტიკულდ უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და გვარამია მუჰამედი მისი მაცნე", - არც მეტი, არც ნაკლები, ამ ტექსტზე მედავებიან, რელიგიური გრძნობები შეურაცხყავიო.
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ჩავედი ჩინეთში. თან მახლავს სოფო, რომელიც კარგად ფლობს ჩინურს. სადაც რამის შეკითხვა ან თქმა მინდა, ყველგან ის მითარგმნის.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთხელაც ამ ისტორიას ვყვები, ვთქვათ ნანუკას შოუში, და ვამბობ: აი, ასე შემოვიარეთ მე და სოფომ ნახევარი ჩინეთი მოსე და აარონივითთქო.
და ამის მერე რა ხდება? ებრაული თემი გადაირევა და ზედ ქრისტიანული მიყვება?
უკაცრავად, და გამოხატვის თავისუფლებაში რომ ჯდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს ამ წამს. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სად ამოიკითხეთ, ხო კარგად ხართ? მიშა ალაჰს და ჩემი თავი მუჰამედს კი არა, ივანიშვილის მიერ დახატული მიშას და ჩემი ურთიერთმიმართება შევადარე ღმერთის და მოციქულის ურთიერთმიმართების პარადიგმას.
მზად ვარ, ნებისმიერმა კომისიამ უმაღლესი და ყველაზე მძიმე სტანდარტით შეისწავლოს ჩემი გამონათქვამი და, მიუხედავად იმისა, გამოხატვის თავისუფლებაში რომ სრულად ჯდება, დაადგინოს რელიგიური გრძნობების კუთხით დავარღვიე თუ არა თუნდაც მაქსიმალური სტანდარტი.
ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი არ მეგულება ამ ქვეყანაში ჩემზე ტოლერანტული, განსაკუთრებით რელიგიის კუთხით, და ჩემზე და ჩემს არხზე მეტად მებრძოლი, განსაუთრებით რელიგიური უმცირესობების დასაცავად.
