,,ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 70-კმ 100 (ხაიში-ლახამულა) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მოძრაობა აკრძალულია მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზეც.
(Report)
