მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანაში ინფექცია მაინც სერიოზულად ცირკულირებს, რასაც ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელიც ადასტურებს.
"ჩვენ ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში გადავიარეთ პიკი და ამის შემდეგ სტაბილურად, თანდათან ქვემოთ მოდის ახალი შემთხვევების რაოდენობა. თუმცა, ის რაც არის და იგივე დღევანდელი შემთხვევები, 1 143, საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციისკენ არის სიტუაცია, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ინფექცია მაინც სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში", – აცხადებს გამყრელიძე.
(Report)
.jpg)