გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი თონეში მუშაობდა და ის ადგილობრივმა უგონო მდგომარეობაში იპოვა.
ამ დროისათვის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი უცნობია. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.
როგორც შსს-დან განაცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
(ipn)
