InterPress.ge იუწყება, რომ ცოტა ხნის შემდეგ მოსახლეობამ გზა გახსნა და აქცია დასრულდა.
მომიტინგეები ფონიჭალაში სამი დღის განმავლობაში ბუნებრივი გაზის გარეშე იმყოფებოდნენ, ხოლო ელექტროენერგია ორ დღეზე მეტი იყო ,რაც შეჩერებული ჰქონდათ.
მოსახლეობას პირობა დადეს, რომ ამ ღამეს მათი სახლები ბუნებრივი აირით და ელექტროენერგიით მომარაგდება. ამის შემდეგ, მომიტინგეებმა შეწყვიტეს აქცია.
მოსახლეობის განცხადებით, აღდგენილია გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება. ისინი ამბობენ, რომ გაზი მიეწოდება და დღის განმავლობაში მოკლე დროში წყდება, ელექტროენერგია კი მიდის - მოდის.
ელექტროენერგიის კომპანიამ მოსახლეობას განუცხადა, რომ ეს პრობლემა ხვალ მოგვარდება. მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი პრობლემის გადაჭრის შემთხვევაში გააგრძელებენ პროტესტს.
