86 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი, - საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა.
წარმოდგენილი კანონპროექტით ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით).
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ" კანონი ახლანდელი მოცემულობით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება.
(Report)
