"ჩემი დავალებით, ფიზულში აშენდება საერთაშორისო აეროპორტი. შეკვეთა უკვე მიცემულია. მე მივეცი მითითება, რომ ფიზულში წელს საერთაშორისო აეროპორტი დაარსდება, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაიხსნას ასაფრენი ბილიკი."
InterPress.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 5 იანვარს ანარ კარიმოვის კულტურის მინისტრად დანიშვნის შესახებ ვიდეო კონფერენციის დროს განაცხადა.
"მანძილი იქიდან შუშამდე ახლოსაა, რადგან საბჭოთა პერიოდში თქვენ უნდა წასულიყავით შუშაში ან ხანკენდიდან, ან ლაჩინის დერეფნით. ახლა ჩვენ ვხსნით ახალ გზას. ის გზები კიდევ არის და ახლა ჩვენი მოქალაქეები და ის ხალხი, ვინც ასრულებს სარემონტო სამუშაოებს იყენებს ამ გზებს; აღდამ-ხანკენდი-შუშას გზას და ლაჩინის დერეფანს. ეს გზები ჩვენთვის ღიაა. ჩვენ იქ უნდა წავიდეთ - წამოვიდეთ, როდესაც გვსურს და ასეც იქნება. მაგრამ ფიზულის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა საშუალებას მისცემს უცხოელი სტუმრები შუშაში მოიწვიოს. რადგან იქ ჩასვლა და შუშაში წასვლა მოკლე დროში იქნება შესაძლებელი”, - აღინიშნა მან.
.jpg)