წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
შემთხვევის ადგილზე 15 მეხანძრე- მაშველი მუშაობდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ტყეში მთელი ამ დროის განმავლობაში მონიტორინგი მიმდინარეობს.
(ipn)
