როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ არის.
მათივე ცნობით, რთული რელიეფის და ხილვადობის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ მეხანძრე-მაშველები ქვეითად გადაადგილდებიან.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე მონიტორინგი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და ხილვადობის აღდგენისთანავე განახლდება ქრობის სამუშაოები.
(ipn)
