წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოკოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა.
ავტოავარიისას ავტომობილის მგზავრი დაიღუპა, მძღოლი კი სხვადასხვა ტიპის დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
(Report)
