ახალი წლის შემდეგ, არ იქნება არანაირი სრული "ლოკდაუნი", არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებზე - ავტომობილებით თუ ფეხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას თქმით, ახალი წლის შემდეგ, ერთადერთი ცვლილება იქნება ის, რომ 24 დეკემბერს გახსნილი სავაჭრო ცენტრები დაიხურება.
"არაფერი არ იცვლება, ჩვენ როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება, არ იქნება არანაირი სრული "ლოკდაუნი", არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებზე - ავტომობილებით თუ ფეხით, ერთადერთი ცვლილება იქნება, რომ 24 დეკემბერს გაიხსნილი, სავაჭრო ობიექტები დაიხურება, სხვა შეზღუდვა ქვეყანში არ იქნება",- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
(Report)
