—

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა - მედია

24
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა - მედია
მოსასმენად დააჭირეთ

ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის ახალი - ბრიტანული შტამის არსებობა ოთხ ნიმუშში აღმოაჩინა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის ახალი - ბრიტანული შტამის არსებობა ოთხ ნიმუშში აღმოაჩინა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია. report.ge ინფორმაციის გადამოწმებას NCDC-ის პრესსამსახურში ცდილობს.

თუმცა ცნობილია, რომ ლაბორატორია საეჭვო შეთხვევებზე მუშაობდა. ლუგარში მიმდინარე კვლევაზე დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ისაუბრა. მან არ უარყო, რომ ლაბორატორიაში უკვე გამოვლენილია რამდენიმე საეჭვო შემთხვევა, მაგრამ არის თუ არა ეს კორონავირუსის ახალი შტამი, ინფექციონისტს არ დაუზუსტებია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სხვაობა ძველ და ახალ შტამს შორის არ არის.

"ჩვენ ვაკეთებთ ვირუსების სეკვენირებას ლუგარის ცენტრში. ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა, იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს. ამას გავაკეთებთ, მაგრამ არავითარი დიდი განსხვავება ახალ და ძველ შტამებს შორის არ არის. ჩვენ ყველა რეკორდი მოვხსენით მსოფლიოში. სამი ოთხი კვირის წინ მსოფლიოში პირველები ვიყავით გავრცელებით. ძნელად წარმომიდგენია, რომ იმ ახალ შტამს იმაზე სწრაფი გავრცელება ჰქონდეს, რაც ჩვენ გვქონდა დაახლოებით, სამი კვირის წინ. აქედან გამომდინარე, იმ ახალ შტამთანაც მთავარი რჩება იგივე – პირბადე და დისტანცია. სხვა გზა ჯერჯერობით მსოფლიოში არ არსებობს იმისთვის, რომ გავრცელების სისწრაფე შენელდეს. ასე რომ, გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება ახალი შტამის. ისიც საკმარისია, რაც დღეს ცირკულირებს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →