—

ნათია თურნავა - ვაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში დროული, სწრაფი ვაქცინაციის დაწყება იყოს უზრუნველყოფილი

21
ნათია თურნავა - ვაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში დროული, სწრაფი ვაქცინაციის დაწყება იყოს უზრუნველყოფილი
მოსასმენად დააჭირეთ

ვაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში დროული, სწრაფი ვაქცინაციის დაწყება იყოს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია…

ვაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში დროული, სწრაფი ვაქცინაციის დაწყება იყოს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს შესაბამისი რესურსი, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, სადაც ვაქცინაცია დაიწყება.

„გვაქვს რესურსი, რაც დაგვჭირდება, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში და დროულად დაიწყოს ვაქცინაცია, თანხა მოინახება. ამ კუთხით პრობლემა არ შეიქმნება. ახლა, კონკრეტულად რომელ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ამაზე ჩემი კოლეგები მოგახსენებენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

შექმნილი არის სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელშიც ჩვენც ვართ ჩართულები, რადგან ეს არის კომპლექსური საკითხი და არა მარტო ჯანდაცვის საკითხი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული, ასევე ჩვენ – ეკონომიკის სამინისტრო ლოგისტიკის ნაწილში და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა დროული, სწრაფი ვაქცინაციის დაწყება იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →