—

ირაკლი კობახიძე - მგონია, რომ 3-4 პარტია უკვე თებერვალში პარლამენტში იქნება წარმოდგენილი

19
ირაკლი კობახიძე - მგონია, რომ 3-4 პარტია უკვე თებერვალში პარლამენტში იქნება წარმოდგენილი
მოსასმენად დააჭირეთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში 3-4 პარტია თებერვალში უკვე წარმოდგენილი იქნება. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარლამენტში მრავალპარტიული სპექტრი ჩამოყალიბდეს.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მრავალპარტიული სპექტრი ჩამოყალიბდეს. რა და როგორ ბუნებრივია, ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებთ. ამისთვის მათ შორის, ოფიციალურ ფორმატში ყველაფერი კეთდება. მე მგონია, რომ 3-4 პარტია უკვე თებერვალში პარლამენტში წარმოდგენილი იქნება. გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ იანვრის დასაწყისში მოგვიწევს, თუმცა ძირითადი პროცესი იანვრის მეორე ნახევარში იქნება", - განაცხადა კობახიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →