—

25 დეკემბერს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან სამტრედია-დაფნარამდე მოძრაობა შეიზღუდება

22
25 დეკემბერს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან სამტრედია-დაფნარამდე მოძრაობა შეიზღუდება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთების ოთხზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების მიმდინარე…

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთების ოთხზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ 2020 წლის 25 დეკემბერს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებული ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან ამავე საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებულ სამტრედია-დაფნარის სატრანსპორტო კვანძამდე ჩარჩოვანი ხიდურა კონსტრუქციის სამონტაჟო სამუშაოების წარმოება.

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, სწორედ ამიტომ საჭიროა ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 2020 წლის 25 დეკემბერს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში 15 წუთით.

მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →