—

გიგა ბოკერია - პოლიტიკურმა სპექტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ახდენს, ეს უკვე გაფორმდა და ორ ან სამ ადამიანზე ხომ არაა ლაპარაკი

23
გიგა ბოკერია - პოლიტიკურმა სპექტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ახდენს, ეს უკვე გაფორმდა და ორ ან სამ ადამიანზე ხომ არაა ლაპარაკი
მოსასმენად დააჭირეთ

პოლიტიკურ სპექტრს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ახდენს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე…

პოლიტიკურ სპექტრს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ახდენს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის პარლამენტში შესვლის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

„ორ ან სამ ადამიანზე ხომ არ არის ლაპარაკი. უკვე გაფორმდა, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობამ, გადაწყვეტილება მიიღო, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ახდენს.

ივანიშვილი სწორად ხვდება, რომ ეს წინ დახვდება იმ კრიზისის ფონზე, რაც ეკონომიკაშია და ზოგადად, დიდი რისკია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, არა მარტო ასეთი სამარცხვინო ოლიგარქის ერთპიროვნული მმართველობისთვის. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ სპექტრს ამ საკითხთან დაკავშირებით მყარი პოზიცია ჰქონდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →