—

გიორგი გახარია - იუსტიციის სამინისტროში დაწყებულია მიწის სისტემური რეგისტრაციის 3-წლიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც მიწის სისტემური რეგისტრაცია ასე თუ ისე წესრიგში მოყვანილი იქნება

18
გიორგი გახარია - იუსტიციის სამინისტროში დაწყებულია მიწის სისტემური რეგისტრაციის 3-წლიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც მიწის სისტემური რეგისტრაცია ასე თუ ისე წესრიგში მოყვანილი იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

მიწის რეგისტრაცია რთული პრობლემაა, იუსტიციის სამინისტროში დაწყებულია მიწის სისტემური რეგისტრაციის 3-წლიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც ასე თუ ისე მიწის სისტემური რეგისტრაცია წესრიგში მოყვანილი იქნება, - ამის…

მიწის რეგისტრაცია რთული პრობლემაა, იუსტიციის სამინისტროში დაწყებულია მიწის სისტემური რეგისტრაციის 3-წლიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც ასე თუ ისე მიწის სისტემური რეგისტრაცია წესრიგში მოყვანილი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატ ლადო კახაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ვერ მოხდება 1 ან 2 წელიწადში, ამას სულ მცირე 3 წელი დასჭირდება.

„ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია. ქალბატონმა თეა წულუკიანმა დაიწყო ეს ყველაფერი და ამის ლოგიკური დასასრული იქნება ის, რომ საქართველოში სრულად იქნება აღწერილი, რეგისტრირებული ყველა სახის მიწა და რაც მთავარია, ამ პროცესში ჩვენს მოქალაქეებს ფინანსური დანახარჯები არ ექნებათ, ან ექნებათ - მინიმალური“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →