—

ამირან გამყრელიძე - ექიმები ყოველთვის მკაცრი რეგულაციების მომხრე ვართ, ამავე დროს, სასწორზე იდება მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა, ამიტომ საბჭომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო

55
ამირან გამყრელიძე - ექიმები ყოველთვის მკაცრი რეგულაციების მომხრე ვართ, ამავე დროს, სასწორზე იდება მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა, ამიტომ საბჭომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექიმები ყოველთვის უფრო მკაცრი რეგულაციების მომხრე არიან, თუმცა ამავე დროს სასწორის პინაზე იდება მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექიმები ყოველთვის უფრო მკაცრი რეგულაციების მომხრე არიან, თუმცა ამავე დროს სასწორის პინაზე იდება მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა, განწყობა და სხვა საკითხები.

აქედან გამომდინარე, გამყრელიძე მიიჩნევს, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვებთან დაკავშირებით დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენი და ჩემი რეკომენდაციები ყოველთვის ჟღერდება საკოორიდნაციო საბჭოზე, ეს არ გამოდის გარეთ. მე რამდენჯერმე გავახმოვანე ის, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ – დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ექიმები ყოველთვის უფრო მკაცრი რეგულაციების მომხრე ვართ, მაგრამ ამავე დროს სასწორის პინაზე იდება კიდევ სხვა, მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა, განწყობა და ა.შ. ამიტომ მსჯელობს და იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ ამ საკითხებზე, ძალიან რთული იყო დღეს განხილვა და მიღებული იქნა ბალანსირებული გადაწყვეტილება მინიმალურ შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ამიტომ. გთხოვთ, მაქსიმალურად მიიტანეთ ინფორმაცია მოსახლეოაბსთან, დიახ, იქნება ეს მინიმალური შემსუბუქება. ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ ის მკაცრი რეკომენდაციები, რაც არის მოწოდებული და დღეს გახმოვანდა, რათა კიდევ არ გვქონდეს ინფიცირების ზრდა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →