—

ხატია დეკანოიძე - წარმომადგენლობა, რომელიც ოპიზიციას უნდა ჰქონოდა გაყალბებულ პარლამენტში, უნდა იყოს ხალხში საპროტესტო აქციებით, მხილებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობით

15
ხატია დეკანოიძე - წარმომადგენლობა, რომელიც ოპიზიციას უნდა ჰქონოდა გაყალბებულ პარლამენტში, უნდა იყოს ხალხში საპროტესტო აქციებით, მხილებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობით
მოსასმენად დააჭირეთ

პარტიების დაფინანსების შეწყვეტა ეს არის ზუსტად რეჟიმის მიერ ახალ ეტაპზე გადასვლა, რომელიც გულისხმობს, რომ საერთოდ პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვნება გაანადგუროს საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“…

პარტიების დაფინანსების შეწყვეტა ეს არის ზუსტად რეჟიმის მიერ ახალ ეტაპზე გადასვლა, რომელიც გულისხმობს, რომ საერთოდ პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვნება გაანადგუროს საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების დაფინანსება საპარლამენტო საქმიანობასთან არ არის მიბმული.

„პარტიების დაფინანსება არ არის მიბმული საპარლამენტო საქმიანობასთან, არამედ არის პარტიების მრავალფეროვნებისთვის ქვეყანაში. ეს არის მუქარის ტონი, შანტაჟის ტონი, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს უკვე რამდენიმე კვირაა.

ამ კანონპროეტის დარეგისტრირება ზოგადად ნიშნავს რეჟიმის მიერ ახალ საფეხურზე გადასვლას. ზუსტად ასე იქცეოდა პუტინისტური რუსეთი და ასე იქცევა, როდესაც ხსნის პარტიებს რეგისტრაციიდან და უუქმებს ყველანაირ ფინანსურ წყაროებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე„იმ შემთხვევაში, თუ თუ ვერ შედგება მოლაპარაკება, რა გზას აირჩევს ოპოზიცია?“, დეკანოიძემ განაცხადა, რომ მათ სტრატეგია უკვე არჩეული აქვთ, რაც გამოიხატება იმაში, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.

,,ჩვენ ჩვენი გზა და სტრატეგია უკვე არჩეული გვაქვს. ეს არის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივანიჭებთ, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენს ამომრჩეველთან. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთელი წარმომადგენლობა, რომელიც ოპიზიციას უნდა ჰქონოდა გაყალბებულ პარლამენტში, რომელიც ივანიშვილმა შეკრა, უნდა იყოს ხალხში ყველა ფორმით, საპროტესტო აქციებით, მათი მხილებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობით და ასე შემდეგ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →