—

არჩილ თალაკვაძე - ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა იქნება, რომ 2024 წლისთვის მოვამზადოთ ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის

15
არჩილ თალაკვაძე - ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა იქნება, რომ 2024 წლისთვის მოვამზადოთ ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა იქნება, რომ 2024 წლისთვის მოვამზადოთ ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის…

ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა იქნება, რომ 2024 წლისთვის მოვამზადოთ ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს პარლამენტს ძლიერი საგარეო გუნდი ჰყავს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელებაში, საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებაში და ელჩებთან ერთად იმუშავებს მეტი პროგრესის და წარმატებების მისაღწევად.

"ჩვენი პრიორიტეტული ამოცანა იქნება, რომ 2024 წლისთვის მოვამზადოთ ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის. ამისათვის საჭიროა ერთობლივი მუშაობა - მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით, ჩვენს პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით და კოორდინაციით უნდა შევქმნათ ამისთვის პირობები და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილების ჩამოყალიბებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ელჩების კონფერენცია 2020, სადაც გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს, დისტანციურ ფორმატში გაიმართა

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →