—

გიორგი გახარია - მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება იმ რეგიონულ ცვლილებებს და განვითარებას, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით, საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა

13
გიორგი გახარია - მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება იმ რეგიონულ ცვლილებებს და განვითარებას, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით, საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა
მოსასმენად დააჭირეთ

დიდი მნიშვნელობა ექნება მომავლისთვის იმ რეგიონულ ცვლილებებს და რეგიონულ განვითარებას, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით და საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს…

დიდი მნიშვნელობა ექნება მომავლისთვის იმ რეგიონულ ცვლილებებს და რეგიონულ განვითარებას, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით და საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე – „ელჩების კონფერენცია 2020 – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.

მისივე განცხადებით, კეთილმეზობლური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც.

გიორგი გახარიამ დიპლომატებს ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„აქ ხაზგასმით იყო აღნიშნული ის მნიშვნელობა, რაც მომავლისთვის ექნება იმ რეგიონულ ცვლილებებს და რეგიონულ განვითარებას, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით. აქაც, რა თქმა უნდა, ჩვენ დიპლომატიას მადლობა უნდა გადავუხადოთ. საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა, რამეთუ მოგეხსენებათ, კეთილმეზობლური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი ჩვენი ქვეყნისთვის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ნეიტრალიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →