—

ქობულეთში, ავარიის შედეგად დაშავებული ორსული ქალი გარდაიცვალა

15
ქობულეთში, ავარიის შედეგად დაშავებული ორსული ქალი გარდაიცვალა
მოსასმენად დააჭირეთ

ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში, მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 28 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა, ასევე გარდაიცვალა ბავშვიც. ინფორმაცია ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაუდასტურეს.

კლინიკის პრესსამსახურის თქმით, ახალგაზრდა ქალს სიხოცხლისთვის შეუთავსებელი მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც, მისი და მისი შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ახალგაზრდა, 28 წლის ორსული ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა, ასევე ვერ მოხერხდა ბავშვის გადარჩენაც. მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა. ის 30 კვირის ორსული იყო. საავადმყოფოში შემოყვანისთანავე მძიმე მდგომარეობა ჰქონდა", - განუცხადეს.

გავრეებული ინფორმაციით, 28 წლის ახალგაზრდა ქალს, 6 წლის შვილი დარჩა.

ცნობისთვის, დღეს, ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა. ერთმანეს ორი ბსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა ორი კი დაშავდა.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →