—

ლევან დავითაშვილი - 2021 წლის ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ გვქონდეს ზრდა სოფლის მეურნეობაში

15
ლევან დავითაშვილი - 2021 წლის ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ გვქონდეს ზრდა სოფლის მეურნეობაში
მოსასმენად დააჭირეთ

„2021 წლის ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ის ძირითადი პროგრამები, რომლებიც იძლევა შედეგებს და არის საფუძველი, რომ გვქონდეს ზრდა სოფლის მეურნეობაში”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის…

„2021 წლის ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ის ძირითადი პროგრამები, რომლებიც იძლევა შედეგებს და არის საფუძველი, რომ გვქონდეს ზრდა სოფლის მეურნეობაში”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროს მიერ შემუშავებული მომდევნო წლების სტრატეგია ევროპულ პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია.

„სამინისტრომ შეიმუშავა 2021-2027 წლების სტრატეგია, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროპულ პოლიტიკასთან, ევროპულ მიდგომებთან და გულისხმობს სოფლად არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიმართულების, არამედ ეკონომიკის სხვა მიმართულებების განვითარებას. აქცენტი იქნება ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებაზე და ეკოსისტების შენარჩუნებაზე”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია შეიქმნა არსებული სტრატეგიების გამოცდილების და შედეგების, განხორციელებული რეფორმების და ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →