—

მაია ცქიტიშვილი - პანდემიის შემდგომი პერიოდი რთული იქნება

17
მაია ცქიტიშვილი - პანდემიის შემდგომი პერიოდი რთული იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

პანდემიის შემდგომი პერიოდი რთული იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც მოუწია გეგმების გადახედვა და გარკვეული პროექტების დროში გადანაწილება, თუმცა, ამ პერიოდის სწორად დაგეგმვა და წარმართვა…

პანდემიის შემდგომი პერიოდი რთული იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც მოუწია გეგმების გადახედვა და გარკვეული პროექტების დროში გადანაწილება, თუმცა, ამ პერიოდის სწორად დაგეგმვა და წარმართვა იქნება როგორც ჩვენი საერთო გამოწვევა, ასევე ახალი შესაძლებლობაც, - ამის შესახებ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებელია გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევის მექანიზემები, მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთოს პრიორიტეტების განსაზღვრაში, დაიხვეწოს პროექტების შესრულების ხარისხის მართვა და მეტი ყურადღება დაეთმოს მენეჯმენტის ხარისხის და ეფექტიანობის ზრდას.

„სამინისტროს პრიორიტეტებში გათვალისწინებულია რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი მიმართულება. ჩვენს მიერ დაგეგმილი ყველა პროექტი, საერთო ჯამში, ემსახურება რეგიონის გაძლიერებას, ქვეყნის რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →